კონფლიქტები

ზელენსკი: რუსებს ენერგეტიკაში დეესკალაციისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამთ, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის, შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ - შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს ენერგეტიკის მხრივ დეესკალაციისთვის არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მისივე განცხადებით, უკრაინაც შემდგომში შესაბამისად იმოქმედებს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დღეს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა პოლტავის რეგიონს, კერძოდ, კრემენჩუქს. მისი თქმით, მიზანი უკრაინის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა იყო.

„რუსებს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ენერგეტიკულ სექტორში დეესკალაციისთვის. მუდმივად - ტერორისტული თავდასხმები ჩვენს ქალაქებზე. შემდგომში ჩვენც ვიმოქმედებთ - შესაბამისად და საკმაოდ სამართლიანად“, - წერს ზელენსკი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ