კონფლიქტები

რაუფოღლუ: უკრაინისთვის Patriot-ის 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება

ალექს რაუფოღლუ - აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება

აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება. ამის შესახებ უკრაინული მედია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუზე დაყრდნობით წერს.

რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 500 ერთეული PAC-3 ტიპის რაკეტის უკრაინისთვის გადაცემა 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.

„ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ