ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა სამი თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
სამი თვითმფრინავი გომელის აეროპორტში დაეშვა. ოლეშკის მცხოვრებლები ჯერ ავტობუსით რუსეთის ქალაქ ანაპაში გადაიყვანეს, იქიდან კი თვითმფრინავებით ბელარუსში.
გომელის აეროპორტში ევაკუირებულებს სამედიცინო პერსონალი და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დახვდნენ. ბელარუსიდან ოლეშკის მცხოვრებლებს უკრაინაში ავტობუსებით გადაიყვანენ.
პარასკევს საღამოს რუსეთის ომბუდსმენმა იანა ლანტრატოვამ გამოაცხადა, რომ ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია დასრულდა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











