მსოფლიო

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება

კანადის მთავრობა - კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება

კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება. ამის შესახებ კანადის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირი-კანადის 29-30 ოქტომბრის სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, კანადის პრემიერ-მინისტრმა მაკრ კარნიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ალიანსი მომავლისთვის“ ჩამოაყალიბეს. ეს არის ახალი პარტნიორობა, რომელიც კანადის, ევროკავშირისა და მსგავსი ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნების სტრატეგიულ შესაძლებლობებს საერთო გამოწვევების დასაძლევად ეფექტიანად გამოიყენებს.

„პარალელურად, კანადა და ევროკავშირი მუშაობენ რაც შეიძლება ღრმა პარტნიორობისკენ - გაწევრიანების გარდა - და კანადა გახდება ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი. მომდევნო თვეების განმავლობაში კანადა და ევროკავშირი განსაზღვრავენ წევრობის ამ ფორმის არსს, მასშტაბსა და ჩარჩოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ