Binance-ს უსაფრთხოების დარღვევამ 6.3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, 3 მილიარდის აქტივები გაიყინა

მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა დარღვევამ, სავარაუდო შეფასებით, 6.3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.
კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორებთან ერთად დაზარალებული აქტივების გაყინვაზე მუშაობდნენ და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლეს. დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მდგომარეობის შესახებ Binance-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Binance-ის თანადამფუძნებელმა ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს“.
პირველადი გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევა, შესაძლოა, კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხვით დაწყებულიყო. ამან თავდამსხმელს საშუალება მისცა, წვდომა მოეპოვებინა ერთ-ერთ სისტემაზე და თანხები უნებართვოდ გაეტანა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყოს და ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების გადახედვისკენ უბიძგოს.


