მსოფლიო

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატები ჩხუბში ჩაერთნენ

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატები ჩხუბში ჩაერთნენ

სომხეთის ეროვნულ კრებაში 29 ოქტომბერს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის ფრაქციამ დახურული სხდომა მოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება სიტყვიერი კამათით დაიწყო, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლისას გამწვავდა და ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ოპოზიციონერებისკენ სკამი ისროლა.

news.am-ის ცნობით, დაპირისპირებისას ოპოზიციონერ დეპუტატ ანდრანიკ გევორქიანს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რუბენ მხითარიანს კი ტანსაცმელი შემოეხა. პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა. დეპუტატების დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ