მსოფლიო

სტუბი და სტორე პუტინს ტელეფონით დაელაპარაკნენ ომის დასრულების მოლაპარაკებებზე

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

საუბრისას განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები.

განცხადებაში წერია: „ფინეთი და ნორვეგია რუსეთს ესაზღვრებიან. ისინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. სატელეფონო საუბრის მიზანს პრეზიდენტ პუტინისთვის ომის დასრულების ხელშემწყობი სამომავლო მოლაპარაკებების შესახებ გზავნილების პირდაპირ გადაცემა წარმოადგენდა. საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ მომავალ შეხვედრებს უკავშირდებოდა“.

განცხადების თანახმად, სტუბმა და სტორემ პუტინთან თავიანთი ქვეყნების სახელით ისაუბრეს და არა ევროპის.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ