ისრაელის არჩევნები: ხმების 32.5%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკს 59 მანდატი აქვს, აიზენკოტის ბლოკს — 46

ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, ხმების 32.5%-ის დათვლის შემდეგ. შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 59 მანდატს მოიპოვებს, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი — 46-ს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
წინასწარი შედეგებით, 11 მანდატი „ერთობლივ სიას“ ერგო. ეს ძირითადად არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაა და არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება. პარტია „რაამი“ 4 მანდატს იღებს.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











