პოლიტიკა

საკონსტიტუციოსთან აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ წევრებს „მონებო“ შესძახეს

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხმაური იყო - „ქართული ოცნების“ წევრებს, სასამართლოს შენობის დატოვებისას, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ხმაური იყო. სასამართლოს დატოვებისას „ქართული ოცნების“ წევრებს აქციის მონაწილეები შეძახილებით „მონებო“ დახვდნენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: „მთავარი გზავნილია ბიძინა უდრის რუსეთს. რუსეთი ოკუპანტია და ტერორისტი სახელმწიფოა. 37 - იან წლებში ხალხს ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, ახლა კი ჩვენ არჩევანის უფლებას გვართმევენ და გვანადგურებენ“.

აღნიშნული პირები ტრადიციულად, ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ