საზოგადოება

კრეჩეტოვი: პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა

კრეჩეტოვი: პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა

მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართველთა ტაძრის წინამძღვარმა, ფიოდორ კრეჩეტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა. განცხადება მან 28 ოქტომბერს, ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გააკეთა. პატრიარქ კირილს 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდება.

კრეჩეტოვის თქმით: „ორი ეკლესიის ურთიერთობა ყოველთვის ძმური იყო, ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ნარჩუნდებოდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი როლი გარდაცვლილმა უწმინდესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ითამაშა. ახლა, როდესაც უწმინდესი უკვე მიიცვალა უფლის წინაშე, ურთიერთობები მაინც გრძელდება. ახლა უწმინდესი პატრიარქის, კირილის იუბილე იქნება და მასზე ქართული დელეგაცია იქნება“.

ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

იმავე დღეს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც ფონდი „რუსებისა და ქართველების ერთობა“ შეიქმნა. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელიც პრეზენტაციას დაესწრო. ფონდს პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობს.

დამფუძნებლების განცხადებით, ფონდის მთავარი მიზანია „ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ