ფოთში მამაკაცმა სავარაუდოდ ცოლი მოკლა

ფოთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











