საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი (აკადემიკოსი) გახდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში მას აკადემიკოსის დიპლომი და მედალი გადაეცა, ასევე სპეციალური ჯილდო მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დაჯილდოების ცერემონია აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალური ასამბლეისა და აზიის პირველი მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმის „სარტყელი და გზა - მომავლის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ფორმირება“ ფარგლებში გაიმართა. სოსიაშვილი გენერალურ ასამბლეას საგანგებო მიწვევით ესწრებოდა.

აზიის მეცნიერებათა აკადემიის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს. ის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პლატფორმაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. მის საქმიანობაში ჩართული არიან ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები.

გენერალურ ასამბლეასა და ფორუმში სოსიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა.

ღონისძიება სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა იყო.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ