კათოლიკოს-პატრიარქმა ხიჭაურში საყოველთაო ნათლობისას 1500-მდე ადამიანი მონათლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში საყოველთაო ნათლობის საიდუმლო აღასრულა და 1500-მდე ადამიანი მონათლა. ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პატრიარქი სხალთის ეპარქიას ეწვია. სადღესასწაულო წირვა მან ხიჭაურის ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი საყოველთაო ნათლობის საიდუმლო აღასრულა.
ვაშაყმაძესთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ მაჭარაშვილი და სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში აბესალომ ასლანიძე.











