საზოგადოება

რელიგიის სააგენტომ სტუდენტებს რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის თემაზე ტრენინგი ჩაუტარა

რელიგიის სააგენტომ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველი და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. თემა იყო „რელიგიური ნეიტრალიტეტი და სეკულარიზმი“.

სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგი ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის „შეიცანი შენი ქვეყანა“ ფარგლებში გაიმართა.

შეკრებილებს მიესალმა და ტრენინგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ. თემაზე „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“ ისაუბრა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა ალექსანდრე შეყილაძემ. სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სერგო ფარულავამ მოხსენება „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ წარადგინა. ორივე გამომსვლელმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ორგანიზაცია „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტ „შეიცანი შენი ქვეყანა“-ს ახორციელებს. პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათში სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ