სომხური სამოციქულო ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დღესასწაულს აღნიშნავს

სომხური სამოციქულო ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დღესასწაულს აღნიშნავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯვრის მოპოვება ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულს შორისაა და უკავშირდება წმინდა ელენე დედოფლის მიერ 327 წელს იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დღესასწაული მიულოცა სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და მრევლს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











