სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია.
აპარატის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე იოსელიანმა ელჩს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. მან ისაუბრა ინდივიდუალური საქმეებისა და სისტემური გამოწვევების შესწავლის შედეგად მომზადებულ სპეციალურ ანგარიშებზე და მათში ასახულ რეკომენდაციებზე.
მხარეებმა კეთილმეგობრული ურთიერთობები დაადასტურეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











