მსოფლიო

ბავარიის ალპებში, „არწივის ბუდეზე“ ხანძარი გაჩნდა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე „არწივის ბუდეს“, რომელიც ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციად არის ცნობილი, პარასკევს საღამოს მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს ერთი პირი დააკავა.

ხანძართან რეზიდენციის ტერიტორიაზე 200-მდე მეხანძრე ებრძოდა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ხანძრის გაჩენასთან კავშირი.

„არწივის ბუდე“ 1938 წელს აშენდა და ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნები იყენებდნენ. მის მახლობლად მდებარეობს ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია ბერგჰოფი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ