ტრამპი: რუსეთისა და უკრაინისთვის 200%-იანი ტარიფები ომის დასრულებას ვერ უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინისთვის 200%-იანი ტარიფების დაწესება ომის დასრულების მიზნით არ იმუშავებს.
ტრამპის თქმით, ტარიფების გამოყენებით ხუთი ომი დაასრულეს. „ტარიფების წყალობით, ხუთი ომი დავასრულეთ. მე ვთქვი: „თუ ბრძოლას გააგრძელებთ, 200%-იან ტარიფს დაგიწესებთ“ და ისინი გაჩერდნენ. შესაძლოა, მსგავსი ზომა რუსეთისა და უკრაინის მიმართაც უნდა მივიღოთ. ამაზე არასდროს მიფიქრია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ორმხრივი ვაჭრობის მცირე მოცულობის გამო რუსეთისა და უკრაინისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.
„თუმცა, ჩვენ მათგან საკმარის პროდუქციას არ ვყიდულობთ, რათა ასე ვიმოქმედოთ. ასე რომ, ეს არ იმუშავებს“, - აღნიშნა ტრამპმა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











