წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ფორმალობაა, გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ფორმალობაა, ხოლო სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანო არ არის. განცხადება მან სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც „წინასწარ არის გამოტანილი კრემლის და რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ“.
„დღევანდელმა დღემ აჩვენა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველა შუამდგომლობასა და არგუმენტაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, არაფერი არ ესმოდა და ვერაფერს ვერ იგებდა საკონსტიტუციო სასამართლო გარდა იმისა, რომ არ გვიკმაყოფილებდა არაფერს. საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ციტატების სახით მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და როგორ შეიძლებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემხებლობა არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
სტატიაში მოხსენიებული პირები











