პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და მის საელჩოს ძალადობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი და მისი საელჩო „ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ“. იგი პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მათ „მძიმე ლაქა“ უნდა ჩამოირეცხონ.
„ვინც ძალადობის მხარდაჭერაში ერთხელ უკვე მხილებულია, თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამას აღარ გაიმეორებს.
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ.
მანამდე კი, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან“, – წერს პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
სტატიაში მოხსენიებული პირები











