პოლიტიკა

მათიკაშვილი: ვენის კონვენცია ელჩებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას უკრძალავს

მათიკაშვილი: ვენის კონვენცია ელჩებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას უკრძალავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის ნაწილის ელჩებთან შეხვედრას გამოხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ვენის კონვენცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს საქართველოში როგორც ყოფილმა, ისე მოქმედმა ელჩებმა უნდა გაითვალისწინონ.

მათიკაშვილის თქმით, საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც ყოფილა. „ჩვენ საფრანგეთის ყოფილ ელჩთან შეხვედრა ადრეც გვინახავს. ვნახეთ ტურისტული რუკების გამართვისთვის აძლევდა გრანტს გიორგი კანდელაკს. საზოგადოებას კარგად წარმოუდგენია, ყბადაღებული „ნაცი", ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის აპოლოგეტი გიორგი კანდელაკი, როგორ დახარჯავდა ფულს ამ ტურისტული რუკების გამართვაში. როგორც ჩანს, დღესაც არის მცდელობა, რაღაც კულუარულად, კარს მიღმა, საზოგადოების ინტერესის და საჯაროობის მიღმა მოხდეს რაღაც გარკვეული შეხვედრები რადიკალებთან. ბუნებრივია, ვენის კონვენცია ამ ყველაფერს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გამორჩეულად კრძალავს და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ელჩებისთვის საქართველოში", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები მონაწილეობდნენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ