პოლიტიკა

კალაძე: ეკონომიკური ზრდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია

კალაძე: ეკონომიკური ზრდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა და ქვეყანა წინ მიდის. მისი თქმით, ამის შესაძლებლობა მმართველი გუნდის პოლიტიკამ შექმნა.

მერმა ეს ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კითხვა საქსტატის მონაცემებს შეეხებოდა, რომელთა მიხედვითაც, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60,3 პროცენტით გაიზარდა.

„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ