პოლიტიკა

ხოშტარია ციხიდან: საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ღალატის პროცესია

ხოშტარია ციხიდან: საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ღალატის პროცესია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას „ღალატის პროცესს“ უწოდებს. მისი თქმით, სარჩელის განხილვა 2 დღეში დაიწყება.

ხოშტარია წერს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სარჩელს სწორი სიტყვით და ზუსტი მნიშვნელობით მივცეთ შეფასება. მისი განცხადებით, ზუსტი მნიშვნელობის ყალბით ჩანაცვლება რუსული პროპაგანდის ხერხია, ამიტომ სხვა სახელს არ იყენებს.

წერილში ხოშტარია აცხადებს, რომ ჩვენივე ქვეყნის წინააღმდეგ მომხდარ აგრესიასა და ოკუპაციაში ბრალი ჩვენსავე სახელმწიფოს ედება. მაგალითად ის სარჩელიდან რამდენიმე ციტატას მოჰყავს, მათ შორის 2004 წელს ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირების, 2007 წელს დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ. ასევე მოჰყავს ნაწყვეტი უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე, სადაც საუბარია 2023 წლის ივლისში საქართველოს ელჩის უკრაინიდან გაძევებაზე.

ხოშტარიას თქმით, ეს ფაქტები სწორედ საკონსტიტუციო სარჩელიდანაა, ამიტომ მას ერთადერთი სახელი ეკუთვნის: „ღალატის პროცესი“.

წერილში ხოშტარია მადლობას უხდის ჟურნალისტ ვახო სანაიას „სისტემის რყევისთვის“ და მხარდაჭერას უცხადებს მის ოჯახს, განსაკუთრებით, როგორც წერს, თავის მეგობარ სანის.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ