სპორტი

„ვისოლის“ მრბოლელებმა NASCAR Euro Series-ში ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს

„ვისოლის“ მრბოლელებმა NASCAR Euro Series-ში ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს

„ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელებმა NASCAR Euro Series 2026-ის სეზონი უმაღლესი შედეგებით დაასრულეს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის“ კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა, სანდრო ქაჯაიამ კი სადებიუტო სეზონში „როკი ჩელენჯის“ ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბელგიაში, ზოლდერის ავტოდრომზე გაიმართა.

საქართველო 2026 წლის ევრონასკარზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია ნიდერლანდური გუნდის, „Bleekemolen“-ის, შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. „Challenger Trophy“-ის კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული დავით ქაჯაიამაც მოიპოვა. ევროპული ნასკარის სერია სეზონზე 12 რბოლას მოიცავს, ჩემპიონები კი სწორედ ამ 12 რბოლაში დაგროვილი ქულებით ვლინდებიან.

„ვისოლი“ 2012 წლიდან საქართველოში ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წელს კომპანიის ავტოსპორტის მხარდაჭერა პლატფორმა „გზა შენია“-ს ქვეშ გაერთიანდა. მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მრბოლელების პროფესიული განვითარება, საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერა და საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაცია.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას, თქმით, კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მისი მრბოლელები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. „სანდრო თავართქილაძისა და სანდრო ქაჯაიას შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენების მხარდაჭერა, მათი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა და გრძელვადიანი პარტნიორობა“, - აცხადებს ხორავა.

კომპანიის ავტოსპორტის მხარდაჭერა მოიცავს „ვისოლის“ მრბოლელთა გუნდის შექმნას, ციფრული მედიაპლატფორმების განვითარებას, მათ შორის YouTube არხზე დათა ქაჯაიასთან ერთად მომზადებულ „სუპერ ტესტს“, და სპორტულ ღონისძიებებს. მათ შორისაა „King of Drift“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო შეჯიბრებაა. „ვისოლი“ ასევე ფორმულა 1-ის საერთაშორისო რბოლების ტრანსლაციის სპონსორია საქართველოში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ