მსოფლიო

ტრამპი: თუ ევროპა მალე გამოსავალს ვერ იპოვის, აშშ მას მიატოვებს

ტრამპი: თუ ევროპა მალე გამოსავალს ვერ იპოვის, აშშ მას მიატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ საზღვრების ჩაკეტვა სცადა, თუმცა მცდელობა ჩაიშალა, რადგან ევროპელები სუსტები იყვნენ. მისი თქმით, საზღვრები მალევე ხელახლა გაიხსნა.

ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საზღვრები დახურა და ახლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი საზღვრები აქვს. „ჩვენ დავხურეთ საზღვრები, ჩვენ ყველაზე ძლიერი საზღვრები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა მან.

ტრამპმა დასძინა, რომ აშშ ევროპას ნაკლოვანებებისა და სისუსტის მიუხედავად უჭერს მხარს, თუმცა თუ ევროპა გამოსავალს მალე ვერ მოძებნის, შეერთებული შტატები იძულებული გახდება, ის მიატოვოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპას, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და სისუსტეებისა და, იმედია, რაც ახლა იქ ხდება დროებითია. რაც იქ ხდება, იმას რომ ვუყურებ, უბრალოდ გაოგნებული ვარ. თუ ისინი მალე გამოსავალს ვერ იპოვიან, სხვა გზა აღარ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ. არჩევანი არ გვექნება. ვითარება ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ტრამპმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ