გეგელია: 4 ნოემბრის დასკვნა დაადასტურებს, რომ მილიონობით ქართველმა ევროპული პერსპექტივა დაკარგა

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული დასკვნა, სამწუხაროდ, იტყვის, რომ მილიონობით ქართველმა ამ რეჟიმის გამო დაკარგა ევროპული პერსპექტივა, მეტი სიმშვიდის, უსაფრთხოების, განვითარების და კეთილდღეობის შანსი.
მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება, რომელმაც „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს დაეკარგა ევროპული გზა.“
„ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეკარგა ევროპული გზა, დაგვეკარგა ევროპული შესაძლებლობა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში, რომელშიც მხოლოდ „ქოცი“ ხარობს, რომელიც იპარავს მშიერი ბავშვების, ჩვენი ხანდაზმულების და ქართული ჯარის რესურსებს, მაგრამ რეჟიმი დამთავრდება და ჩვენ სწრაფი ტემპით აღვადგენთ ევროპულ გზას, რაც თითოეული ქართველისთვის ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში ოფიციალურად 2026 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.











