სახელოსნო 42 და tkt.ge ექსკლუზიურ პარტნიორობას იწყებენ

თეატრი სახელოსნო 42 და ბილეთების ონლაინპლატფორმა tkt.ge ექსკლუზიურ პარტნიორობას იწყებენ. თანამშრომლობის მიზანია ბილეთების შეძენის გამარტივება და მაყურებლისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნა.
მიმდინარე წლის ნოემბრიდან სახელოსნო 42-ის ბილეთების შეძენა მხოლოდ tkt.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური კამპანიები, მათ შორის 1+1 შეთავაზებები, ფასდაკლებები, სეზონური აბონემენტები, სასაჩუქრე ნაკრებები და სხვა ექსკლუზიური ბენეფიტები.
თანამშრომლობით თეატრალური გამოცდილების გამრავალფეროვნებას, თეატრში სტუმრობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ერთგული მაყურებლის წახალისებას გეგმავენ. ერთიანი ციფრული სივრცე ბილეთების შეძენას უფრო მოსახერხებელს გახდის და თეატრს მაყურებლის ინტერესების უკეთ გათვალისწინების შესაძლებლობას მისცემს.
დაგეგმილი ინიციატივები ეტაპობრივად განხორციელდება. სიახლეების შესახებ დამატებითი ინფორმაცია თეატრისა და tkt.ge-ს საინფორმაციო გვერდებზე გამოქვეყნდება.

