ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების სააგენტომ წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე გაიტანა

სახელმწიფო ქონების სააგენტომ წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე გაიტანა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის შენობა აუქციონზე გაყიდვის მიზნით გამოაცხადა. პრივატიზება ჯამში 433 309 კვ.მ ფართობს ეხება.

აუქციონზე გატანილია სანატორიუმები: „რკინიგზელი“, „ინტურისტი“, „მედეა“, „სავანე“, ყოფილი ბალნეოლოგიური, „აია“, „გელათი“, „იმერეთი“, „გეოლოგი“ და „მეგობრობა“.

აუქციონის პირობების მიხედვით, ზოგიერთ მათგანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მასზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება.

პირობებშივე წერია: „უძრავი ქონების შემდგომი განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს დაგეგმვის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეთანხმდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ