აშშ-ში უკრაინელებისა და სუდანელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი შენარჩუნდა

უკრაინელი და სუდანელი მიგრანტები აშშ-ში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს ამ ეტაპზე შეინარჩუნებენ. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა.
ამ სტატუსის მოქმედების ვადა დღეს იწურებოდა.
დეპარტამენტის თქმით, უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილების სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება „შესაბამის დროს იქნება მიღებული“, ხოლო იქამდე ისინი დაცვის სტატუსით სარგებლობას გააგრძელებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში დროებითი დაცვის სტატუსით 240 000 უკრაინის და 6 800 სუდანის მოქალაქე სარგებლობს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











