რომის პაპმა ლეო XIV-მ ზელენსკის ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა

რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბარი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებულ ვითარებას შეეხო.
წმინდა საყდრის განცხადებით, პაპმა საუბრისას „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თხოვნა ახსენა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
„მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











