რეგიონები

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ოთხსართულიანი სახლიდან გადახტა და დაშავდა

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ოთხსართულიანი სახლიდან გადახტა და დაშავდა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, სავარაუდოდ, სამართალდამცველებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილზე დაეცა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ. საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ