ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე თქმით, ბინაში თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ხანძარმა აივანზე არსებული ინვენტარი გაანადგურა.
ადგილობრივების განმარტებით, განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნიდა ის, რომ ხანძრის კერასთან ახლოს ბუნებრივი აირის მილები გადიოდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ




