მსოფლიო

ტირანაში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდნენ

ტირანაში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდნენ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით ტირანას ცენტრში დღეს ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა. სტუდენტები კორუფციასთან ბრძოლასა და სამუშაო ადგილებს ითხოვენ.

პროტესტი ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიციის მონაცემებით, აქციებზე 500 დემონსტრანტი დააკავეს, მათგან 330 უკვე გაათავისუფლეს. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა დაახლოებით 120 პოლიციელი და 45 დემონსტრანტი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ