ზელენსკი: ევროკავშირში ტესტირებამ აჩვენა, რომ Starlink-ის შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა: Starlink-ზე შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის ტერიტორიაზე ტესტირება ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე შეზღუდვები წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენს.
მისი განცხადებით, „შაჰედების“ საწინააღმდეგო დრონები, რომლებიც Starlink-თან ერთად მუშაობენ, სიჩქარის 161 კმ/სთ-მდე შეზღუდვის გამო მათ ჩამოგდებას ვერ ახერხებენ.
„იმის გასაგებად, ეს ნამდვილად კომპანია SpaceX-ის ტექნიკური ხარვეზებია თუ რაიმე ოპერაცია ან შეთანხმება, რომ ჩვენი ხალხის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვცენ, ჩვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე Starlink-ით ავტომობილები გავგზავნეთ და ისინი 180 კმ/სთ და მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. Starlink-ი მუშაობს. ჩვენ შესაბამისი ჩანაწერები და მტკიცებულებები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.









