მსოფლიო

ზელენსკი: დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება

ზელენსკი: დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ომის დასრულებას ხელს ვერ შეუწყობს.

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, შეჩერდა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება.

„ვთვლი, რომ დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა მკვლელობები, ჩვენს ენერგოსექტორზე დარტყმები და ეს ომი შეწყვიტოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ