რეგიონები

რუსთავში მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა. მას ფეხი მოეტეხა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციით, მოზარდი აივანზე სარეცხს ფენდა, ამ დროს ფეხი დაუცდა და ქვემოთ ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ