საზოგადოება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს. ჭრილობები მას სავარაუდოდ არასრულწლოვანმა მიაყენა. შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ. იქ მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს. ის საავადმყოფოში მოათავსეს და მისი სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ