ბათუმში, მთავრობის სახლთან პროტესტის 681-ე დღეა

ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 681-ე დღეა აქციას მართავენ. მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახლა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.
შეკრებილები ქვეყანაში „რეპრესიული კანონების“ გაუქმებასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასაც ითხოვენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან ყოველდღე, 19:00 საათზე იმართება.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ


