აშშ-ის კონგრესში რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვის კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანი აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვაა. ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ორპარტიული კანონპროექტი კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა წარადგინა. მისი თანაავტორია წარმომადგენელთა პალატის კიდევ 17 წევრი.
კანონპროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) რუსულ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებას უკრძალავს. იგი ასევე აუქმებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემულ ზოგად ლიცენზიებს და ახალი ლიცენზიების გაცემას კრძალავს. გარდა ამისა, დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
9 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.









