მსოფლიო

ტრამპი: უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია

ტრამპი: უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია. მან ეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა.

ტრამპის თქმით, არც Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“, Starshield-ის, უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება გაუცია და არც ის მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.

„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია ეს ილონი [მასკი] იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა. ამ სისტემას უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისა და დრონების მართვისთვის იყენებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ