მსოფლიო

რომის პაპი პუტინს ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპი პუტინს ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. Vatican News-ი წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებას ეყრდნობა.

განცხადების მიხედვით, პაპმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო. პუტინს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.

„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია. საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, რუსული არმია კი მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, რუსული ბლოკადის პირობებში ოლეშკიში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ