ზელენსკი და მაკრონი რუსეთის ქმედებების საპასუხო გზებს განიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა განიხილეს.
ზელენსკის თქმით: „ემანუელმა და მე ერთად განვიხილეთ ამ ქმედებების საპასუხო სხვადასხვა გზა. კერძოდ, მიმდინარე თვეში მივიღებთ ახალ პაკეტებს, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ავიაციას გააძლიერებს. ასევე, ვაჩქარებთ მუშაობას ევროპულ ანტიბალისტიკურ თავდაცვის სისტემაზე - FREYJA წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. მადლობას ვუხდი ემანუელს: საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებული შეიარაღების წარმოების ყველა ლიცენზია უკვე მიღებულია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები გუნდების დონეზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს“.
მაკრონის განცხადებით, შეხვედრაზე მან ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა საფრანგეთის მტკიცე გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.
მაკრონმა აღნიშნა: „ვინაიდან რუსეთი სიტუაციის ესკალაციას მიმართავს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივად უზრუნველვყოთ უკრაინა ყველა იმ საჭირო საშუალებით, რაც მას თავის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება. ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა, განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზაზე. საფრანგეთი კვლავაც შეასრულებს თავის ვალდებულებებს“.









