დმიტრიევი „გრემის კანონის“ შეჩერებას ისტორიულ მომენტს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი „გრემის კანონის“ შეჩერებას ისტორიულ მომენტად აფასებს. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა, რომლითაც ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.
დმიტრიევის თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“.
„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება მნიშვნელოვანი და ნამდვილად ისტორიული მომენტია. სანქციებისა და კონფრონტაციის ნაცვლად, ჩვენ დიალოგი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და გლობალურ სტაბილურობაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა გვჭირდება“, - აცხადებს დმიტრიევი.









