ბლუმენტალი ტრამპის ბრძანებას რუსეთის სანქციების შეჩერების შესახებ აკრიტიკებს

ამერიკელი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „სისხლისმსმელი მკვლელის მხარეს დგას“. სენატორმა ეს სოციალურ ქსელში დაწერა.
ბლუმენტალი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონის“ თანაავტორია, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა. ამ ბრძანებით ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.
„დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სისხლისმსმელი მკვლელისა და რუსული ომის მანქანის ხელშემწყობთა მხარეს და ამერიკელების უმრავლესობის, კონგრესის ორივე პალატაში მათი წარმომადგენლებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ დგას“, - წერს ბლუმენტალი X-ზე.
მისი თქმით, ტრამპის ბრძანებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.
„ეს მთლიანად ვლადიმერ პუტინისთვის ფეხქვეშ გაგებას ეხება. ვიმედოვნებ, ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები ამ ლაჩრული ნაბიჯის დასაგმობად შემომიერთდებიან“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი.









