ევროპული საბჭო ქვეყნებს რუსეთისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დახმარების გაწევა. ეს ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ დასკვნებშია ნათქვამი.
დოკუმენტში წერია: „ევროპული საბჭო ხელახლა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, და განსაკუთრებით ორმხრივი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდებით. კონკრეტულად, ის [ევროპული საბჭო] მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რომელსაც რუსეთს, სხვებთან ერთად, აწვდიან ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა".
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









