მსოფლიო

ტრამპი: რაღაც ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დეტალებს გავასაჯაროებ

ტრამპი: რაღაც ეტაპზე რუსეთ-უკრაინის ომის დეტალებს გავასაჯაროებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის დეტალების გასაჯაროებას გეგმავს.

CBS News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ დაავიწყდა, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო. ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალები იცის“.

„მე დეტალები ვიცი, გასაგებია ეს? რაღაც ეტაპზე ამ დეტალებს გავასაჯაროებ. მაგრამ, მე ერთი რამის გარდა არაფერი მაინტერესებს: მსურს, ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება სურთ.

„თვეში საშუალოდ 25 000 ჯარისკაცი იღუპება. გასულ თვეში 32 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერს, დიახ, ორივეს, ამ ომის დასრულება სურს. ვფიქრობ, დასრულდება კიდეც“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ