მსოფლიო

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციები შეაჩერა

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციები შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით იუწყება.

ბრძანების თანახმად, ამ სანქციებისა და ტარიფების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

„აღნიშნული კანონით ან ბრძანებით „გრემის კანონის“ 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის“, - ნათქვამია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტს სანქციები და ტარიფები ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში, 18 ოქტომბრამდე უნდა დაეწესებინა. ტრამპმა კანონს ხელი 18 სექტემბერს მოაწერა.

კანონის ავტორები არიან გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“). დოკუმენტი რუსულ საქონელზე 500%-იანი ტარიფების, ასევე რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთი ყველაზე დიდი იმპორტიორისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ