სამართალი

რუსთავის პოლიციამ ავტომანქანების ჩამოყვანის დაპირებით თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რუსთავის პოლიციამ ავტომანქანების ჩამოყვანის დაპირებით თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ბრალდებულმა დაზარალებულს ავტომანქანის ჩამოყვანა დაჰპირდა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 75 104 ლარი ჩაარიცხვინა.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ჩამოყვანა დაჰპირდა და სანაცვლოდ 75 104 ლარი ჩაარიცხვინა. დაკავებულმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ჩარიცხული თანხა სრულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით გორში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ