სამართალი

ზუგდიდში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაუსწრებლად ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაუსწრებლად ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი არსებული უთანხმოებისა და კონფლიქტის ნიადგაზე სანადირო თოფითა და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს. მოკვლის მიზნით მან მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ