სამართალი

ეკა კუპატაძე: გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ახლო ურთიერთობაში იყვნენ

ეკა კუპატაძე: გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ახლო ურთიერთობაში იყვნენ

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, თავდასხმა განეხორციელებინა, ორმა მოსამართლემ უკვე ჩაიდო განჩინებაში. მისივე თქმით, გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ამიტომ გაბაშვილს თავდასხმისთვის ის არ გამოადგებოდა.

კუპატაძის განმარტებით, საქმის მასალებიდან მის მიერ ამოღებული და გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, რომ მალანიასა და გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მისი თქმით, მტკიცებულებები უხვად მყარი, ნოყიერი და შინაარსობრივია.

კუპატაძე ამბობს, რომ ნია იმნაძეს მამამისი ეკითხება, ვინ ჰკითხა გიოს, სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი, ნია იმნაძე კი პასუხობს: „რატომ უცხო, 3-4 დღე ჰო ჰქონდათ ასეთი ახლო ურთიერთობაო?“. კუპატაძის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე მეგობრები იყვნენ.

მისი განცხადებით, გაბაშვილი გიგას საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ მაინც მოკლა. კუპატაძე ამბობს, რომ ის გარემოება, რომ გიორგი მალანია ადგილზე არ იყო, არაფერს ცვლის და მას დახმარებას ედავებიან. მისი თქმით, მუშტი-კრივში დასახმარებლად მალანიას დემეტრე ჩიქოვანი და რიკაძე ჰყავდა.

კუპატაძის თქმით, ფოტოებში ჩანს, რომ იაპონური ხანჯალი ხელში დემეტრე კასრაძის ძმას, საბა კასრაძეს უჭირავს, შემდეგ კი ზუსტად ამ იარაღით პოზირებს ლიფტში ალექსანდრე გაბაშვილი. მისი თქმით, საშიშია ისიც, რომ საბა კასრაძე 130-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის შვილია, რომელსაც ეს ფოტო პროფილზე უდევს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

კუპატაძე აცხადებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითი, საშიში და ამაზრზენია, რომ თუ ყველა სათანადოდ და კანონის მთელი სიმკაცრით არ დაისაჯა, მათ შორის არასრულწლოვნები, ისინი, ვინც მათი დაუსჯელობით წახალისდებიან, „ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს“ და ამ პროცესის შეკავებას ვეღარ შევძლებთ.

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. ბრალი მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ